2014 წელს მუზეუმების დამთვალიერებელთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული არტისტი იაპონელი იაიოი კუსამაა.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ამერიკულ გალერეებში გამართული გამოფენების 73% მამაკაცი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენას დაეთმო.
არსებული მონაცემებით, ენდი უორჰოლის, ელსუორტ კელისა და იასპერ ჯონსის ნამუშევრები ამ პერიოდში შვიდ-შვიდჯერ გამოიფინა.
![]() |
კარა უოლკერის გამოფენა |
![]() |
კარა უოლკერის გამოფენა |
ქალ ხელოვანთაგან ყველაზე მეტი - 4 გამოფენა კი კარა უოლკერს ჰქონდა.
![]() |
მარინა აბრამოვიჩის გამოფენა |
ამის ფონზე კუსამას წარმატებამ აჩვენა, რომ საზოგადოება ქალ ხელოვანთა მიმართ ტენდენციური არ არის. ზემოთ აღნიშნულ ექვსწლიან პერიოდში მეორე, ყველაზე პოპულარული სოლო გამოფონა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მარინა აბრამოვიჩის რეტროსპექტივა იყო. სხვადასხვა ნამუშევრებთან ერთად, გალერეაში უძრავად მჯდომი მარინა აბრამოვიჩის სანახავად დღეში საშუალოდ 7120 ვიზიტორი მივდიოდა.
![]() |
რიჩარდ სერრას გამოფენა |
მარინა აბრამოვიჩზე უკეთესი შედეგი სკულპტორ რიჩარდ სერრას ჰქონდა, რომლის მონუმენტური ქანდაკებების სანსახავად, 2007 წელს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს დღეშუ საშუალოდ 8585 ადამიანი სტუმრობდა.
იაიოი კუსამა გამოფენა |
![]() |
იაიოი კუსამა გამოფენა |
წყარო - theguardian