თავის
ქალა და ტემპერამენტი ყველაზე ნაკლებად იცვლება.
***
ბედნიერია?
ძირითადად - ჰო, ფიქრობს, რომ არის. მაგრამ არ ავიწყდება ქოროს უკანასკნელი სიტყვები
„ოიდიპოს მეფიდან“: „ნუ იტყვი კაცზე, ბედნიერიაო, სანამ არ მომკვდარა“.
***
პოეზია
ან თავიდანვე მოგხვდება გულზე, ან არასდროს. გაელვება გამოცხადებისა და მისი გამოძახილისა.
ეს ელვას ჰგავს, და შეყვარებას.
***
ჯერ
სასჯელი, სასამართლო კი - შემდეგ.
***
ყველაფერი
რაც უფრო იცვლება, მით უფრო უცვლელი რჩება. ისტორია მეორდება, თუმცა შედარებით მოკრძალებულად.
შეიძლება ისტორიამაც ისწავლა რაღაც.
***
როცა
რამის აპელაცია ნამდვილად ზედმეტია, ისღა დაგრჩენია, გამაგრდე და დარჩენილი ცხოვრება
როგორღაც გალიო.
***
რაიმეს
ქონის რისკი: მანქანის, ფეხსაცმლის, ერთი კოლოფი სიგარეტის. ყველაფერი არასაკმარისია
- მანქანები, ფეხსამელი, სიგარეტი. ხალხი ძალიან ბევრია, ნივტები - ძალიან ცოტა. ყველაფერი,
რაც არის, მიმოქცევაში უნდა იყოს, რომ ყველას მიეცეს ბედნიერების შანსი, თუნდაც ერთი
დღით.
„ეს
თეორიაა. ჩაეჭიდე ამ თეორიას და იმ ნუგეშს, რაც მას მოაქვს. არა ადამიანში ფესგვადგმული
ბოროტება, არამედ მხოლოდ უზარმაზარი წრებრუნვის სისტემა, რომლის ფუნქციონირებას არავითარი
კავშირი არა აქვს სიბრალულსა და შიშთან. ასე უნდა შეხედო ცხოვრებას ამ ქვეყანაში, დაახლოებით
ასეთი სქემატური ასპექტით. სხვანაირად შეიძლება გაგიჟდე. მანქანები, ფეხსაცმელები,
ქალებიც კი. ამ სისტემაში რაღაც ნიშა უნდა იყოს ქალებისათვის დაი მისათვის, რაც მათ
თავს ხდება“.
***
ადამიანები,
რომელთათვისაც სისასტიკე სამსახურებრივი მოვალეობაა, მაგალითად, სასაკლაოზე მომუშავეები,
სულს ჯავშნით იფარავენ. ჩვევა გულს გიქვავებს. უმეტესად სწორედ ასე ხდება, მაგრამ მისი
შემთხვევაში, ეტყობა, ასე არ არის. მას, როგორც ჩანს, გულქვა ადამიანად ქცევის ნიჭი
არ აქვს.
***
გარკვეული
ასაკის მიღწევის შემდეგ ადამიანი მეტისმეტად მოხუცია საიმისოდ, რომ მომხდარისაგან რამე
ისწავლოს. მას ისღა დარჩენია, კვლავ და კვლავ აიტანოს სასჯელი. მაგრამ შესაძლოა, ეს
ყოველთვის ასე არც იყოს.
მთარგმნელი: გია ბერაძე | გამომცემლობა „დიოგენე“
No comments:
Post a Comment