პულიცერის პრემიის ლაურეატი ამერიკელი მწერალი ჰარპერ ლი რომან “ნუ მოკლავ ჯაფარას” გაგრძელებას გამოსცემს. ინფორმაციას გამომცემლობა ჰარპერის წარმომადგენლები ავრცლებენ. 304 გვერდიანი წიგნი სახელწოდებით "Go Set a Watchman" 2 მილიონიანი ტირაჟით გამოვა.
როგორც ცნობილია რომანზე მუშაობა ჰარპერ ლიმ ჯერ კიდევ 1950-იან წლებში დაასრულა, თუმცა რედაქტორის რჩევით არ დაბეჭდა.
თავად ავტორი, რომელიც დღეს 88 წლისაა ამბობს, რომ თხზულების ხელნაწერი დაკარგული ეგონა, თუმცა შარშან იპოვა. ჰარპერ ლის ახალი წიგნი აშშ-ში წიგნის მაღაზიების დახლებზე 14 ივლისს გამოჩნდება.