#ერთიამბავი - ოთარ ჭილაძის პალტო

„მახსოვს, როგორ გვიხაროდა ყველას, როცა ოთარს ახალი პალტო უყიდა დედამ. როგორ მოახერხა იმ გაჭირვებაში, დღემდე არ ვიცი. ოთარსაც ეტყობოდა, რომ მოსწონდა. ერთ საღამოს დაიგვიანა. მამა ხშირ-ხშირად კითხულობდა - არ მოსულაო? დედა ძალიან ნერვიულობდა...

ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა. სახე აწითლებოდა, ახალი პალტოს სახელო ჩამოგლეჯოდა. დედამ ორივე ხელი ტუჩებზე აიფარა, თითქოს სიტყვებს აჩერებსო და ოდნავ გასაგონი ხმით ძლივს ამოთქვა: მამაშენმა და თამაზმა არ გაიგონო...“

თინა ჭილაძე, „თამაზთან და ოთართან ერთად“
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2020 წ.