პოლ სეზანის აქამდე უცნობ ესკიზებს ფილადელფიაში გამოფენენ.
საუბარია ნამუშევრებზე, რომლებიც სეზანის მიერ აკვარელით შესრულებული ორი ტილოს კონსერვაციისას აღმოაჩინეს. ესკიზები აღნიშნული ნახატების უკანა მხარეს იყო შესრულებული.
გამოფენის ორგანიზატორების თქმით, ერთ-ერთი მათგანი ფანქრით, ხოლო მეორე წყლის საღებავებით არის შესრულებული. გამოფენა ფილადელფიაში 10 აპრილს გაიხსნება და 18 მაისამდე გაგრძედლება.
წყარო - BBC