თომას გოლცი - საქართველო

17 თებრვალს, 19:00-ზე ამერიკელი ჟურნალისტის თომას გოლცის წიგნის "საქართველო"-ს პრეზენტაცია გაიმართა. ქართული აუდიტორიის წინაშე წიგნის ავტორი თომას გოლცი და მთარგმნელი გიორგი ქოიავა წარდგნენ.

თომას გოლცმა თავიდან ბოლომდე გაიარა "ქართული ჯოჯოხეთის" ყველა რკალი 1992 წლიდან 2008 წლამდე - ომიდან ომამდე. პირდაპირ, შეულამაზებლად, მაღალპროფესიულად ასახა ნანახ-განცდილი. არის ამ წიგნში რაღაც ისეთი, რაც შეგძრავს და სამუდამოდ დაგამახსოვრებს თავს. ესაა სიმართლე, შიშველი ფაქტები, რომლებსაც ყველგან ვერ წაიკითხავ, რადგან ყველა ვერ ახერხებს ასე - მიკერძოებისა და ფარისევლობის გარეშე. ძნელი და, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუძლებელიც კია იმის აღქმა, რასაც ეს ფაქტები ამბობენ, მაგრამ უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას, დავინახოთ, სად დავეცით, სად დავკარგეთ თავი.






გამომცემლობა „არტანუჯი“

გიორგი ჭეიშვილი