წიგნის გამოცემას ორუელის სამშობლოში, საბჭოთა კავშირის
იმდროინდელ მოკავშირე დიდ ბრიტანეთშიც საკმაო წინააღმდეგობა შეხვდა. სწორედ ამაზე წერს
ორუელი წინასიტყვაობაში, რომელსაც „ბეჭდვის თავისუფლება“ ჰქვია. მასში მწერალი ბრიტანულ
გამომცემლებს, და ზოგადად, ბრიტანელ ინტელექტუალებს საბჭოთა კავშირის მიმართ ზედმეტად
ლოიალურ დამოკიდებულებასა და სტალინის კრიტიკის მიუღებლობაში ამხელს. თუმცა, ეს წინასიტყვაობა
თავად გახდა მასში გაკრიტიკებული ცენზურის მსხვერპლი და 1945 წლის აგვისტოში, ბრიტანეთში,
„ცხოველების კარ-მიდამო“ მის გარეშე დაიბეჭდა. ორუელის გარდაცვალების შემდეგ, 1972
წელს ის მწერლის არქივში აღმოაჩინეს, თუმცა, პირველად წიგნში ის მხოლოდ 1993 წელს,
ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ შეიტანა.
„ცხოველების კარ-მიდამოს“ ახალი თარგმანი იმითაც არის
განსაკუთრებული, რომ მასში, ორუელის მიერ წიგნის წინასიტყვაობად განსაზღვრული, ხსნებული
ესეიც ქართულ ენაზე პირველად იბეჭდება.
ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ, გამომცემლობა
„ინტელექტი“, 2021 წ.
***
★ ამ წიგნის შექმნის
იდეა
ჯერ
კიდევ
1937
წელს
გაჩნდა,
თუმცა
წერა
მხოლოდ
1943
წლის
ბოლოს
დავასრულე.
როცა
ამ
საქმეს
შევუდექი,
იმთავითვე
ვაცნობიერებდი,
მისი
დაბეჭდვა
ძალიან
რომ
გამიჭირდებოდა
(
მიუხედავად
იმდროინდელი
წიგნების
დანაკლისისა,
რის
გამოც
ყველაფერი,
რასაც
წიგნი
ერქვა,
წესით,
უნდა
„
გაყიდულიყო“).
მ
ართლაც,
ხელნაწერი ოთხმა გამომცემელმა უკან დამიბრუნა.
მათგან მხოლოდ ერთმა დაასახელა უარის მიზეზად წიგნის იდეოლოგია.
ორი კი წლების განმავლობაში ბეჭდავდა ანტირუსულ
ლიტერატურას,
ხოლო
მეოთხეს
გამოკვეთილი
პოლიტიკური
ელფერი
არ
შეენიშნებოდა.
ერთი
გამომცემელი
თავდაპირველად
აპირებდა
კიდეც
წიგნის
გამოცემას,
მაგრამ
მოლაპარაკებათა
მსვლელობისას
გადაწყვიტა,
რჩევისათვის
ინფორმაციის
სამინისტროსთვის
მიემართა,
რომელმაც,
როგორც
ჩანს,
გააფრთხილა
ან,
სულ
ცოტა,
დაჟინებით
ურჩია,
ამ
წიგნის
დაბეჭდვისგან
თავი
შეეკავებინა.
მოვიყვან
ამონარიდს
ამ
გამომცემლობის
წერილიდან:
„
უკვე ვახსენე ის რეაქცია,
რაც ინფორმაციის სამინისტროს მაღალი თანამდებობის ერთ-
ერთმა პირმა „
ცხოველების
კარმიდამოსთან“
დაკავშირებით
გამოთქვა.
გამოგიტყდებით,
მის მიერ გამოთქმულმა აზრმა სერიოზულად დამაფიქრა...
ახლა ვხვდები,
რომ
ამგვარი
წიგნის
გამოცემა
დღესდღეობით
ძალზე
არასასურველია.
მისი
სიუჟეტი
ზოგადად
დიქტატორებსა
და
დიქტატურას
რომ
ეხებოდეს,
მაშინ
არანაირი
სირთულე
არ
შეიქმნებოდა,
მაგრამ
ის
იმდენად
ზედმიწევნით
მიჰყვება
რუსეთის
მიერ
შექმნილი
საბჭოთა
სახელმწიფოს
განვითარებასა
და
მისი
ორი
დიქტატორის
საქმიანობას,
–
ცხადი
ხდება,
რომ
წიგნი
რუსეთზე
უშუალო
მინიშნებას
შეიცავს
და
სხვა
დიქტატურებს
გამორიცხავს.
კიდევ
ერთი
რამ:
თქვენ
მიერ
აღწერილი
გაბატონებული
ფენა
ღორების
ნაცვლად
რაიმე
სხვა
ცხოველების
სახით
რომ
იყოს
წარმოდგენილი,
ნაწარმოები
ნაკლებად
შეურაცხმყოფელი
იქნებოდა.
[
ვერ
გეტყვით,
ეს
წინადადება
თვით
მისტერ
...-
სგან
მოდის,
თუ
სამინისტროს
წარმომადგენლის
მიერაა
ნაკარნახევი,
თუმცა,
ჩემი
აზრით,
მას
ცალსახად
ოფიციალური
შტამპი
ადევს
– (
ორუელის
შენიშვნა)]
თითქმის
დარწმუნებული
ვარ,
ღორების
სახით
ხელისუფალთა
წარმოდგენა
ბევრს
გააღიზიანებს,
განსაკუთრებით
კი
მათ,
ვისი
განაწყენებაც
ერთობ
იოლია,
ხოლო
რუსები
სწორედ
ასეთები
არიან“.
მსგავსი ფაქტი ძალზე შემაშფოთებელ სიმპტომად მიმაჩნია.
ცხადია,
ამა თუ იმ სამთავრობო სტრუქტურას,
წესით,
უფლება არ უნდა ჰქონდეს,
ისეთი წიგნის ცენზორის როლში გამოვიდეს,
მთავრობის ოფიციალური დაფინანსების გარეშე რომ იბეჭდება
(
გამონაკლისს
თავდაცვის
ცენზურა
შეადგენს,
რომელსაც
ომის
ვითარებაში
ვერავინ
შეეკამათება).
თუმცა,
თავისუფალ
აზრსა
და
სიტყვას
მთავარ
საფრთხეს
ამ
შემთხვევაში
ინფორმაციის
სამინისტროს
თუ
სხვა
რომელიმე
უწყების
უშუალო
ჩარევა
როდი
უქმნის.
თუკი
გამომცემელთა
ნაწილი
გარკვეული
თემების
ტაბუირებისკენაა
მიდრეკილი,
ამის
მიზეზი
ხელისუფლების
მხრიდან
ამა
თუ
იმ
ფორმით
ჩატარებული
რეპრესიების
შიში
არ გახლავთ −
მათ საზოგადოებრივი აზრისა ეშინიათ.
ამ ქვეყანაში ინტელექტუალური ლაჩრობა ყველაზე
საშიში
მტერია,
რის
წინაშეც
კი
შეიძლება
მწერალი
თუ
ჟურნალისტი
აღმოჩნდეს
და,
ჩემი
აზრით,
ეს
ფაქტი
ჯეროვანი
დისკუსიის
საგანი
დღემდე
არ
გამხდარა.
ნებისმიერი სამართლიანი პიროვნება,
ვისაც კი ჟურნალისტური საქმიანობის გამოცდილება
აქვს,
უთუოდ
აღიარებს,
რომ
ომის
პერიოდში
ოფიციალურ
ცენზურას
მაინცდამაინც
არავინ
შეუწუხებია.
რაოდენ
მოსალოდნელიც
არ
უნდა
ყოფილიყო,
არანაირი
ტოტალიტარული
„
კოორდინაციისათვის“
დაქვემდებარება
არ
მოგვიწია.
პრესას,
მართალია,
რამდენიმე
სრულიად
გამართლებული
პრეტენზია
აქვს,
მაგრამ
მთლიანობაში
ხელისუფლება
მაინც
ღირსეულად
მოიქცა
და
უმცირესობათა
აზრსაც
საკვირველი
შემწყნარებლობით
ითვალისწინებდა.
ინგლისში
არსებულ
ლიტერატურულ
ცენზურაში
ყველაზე
საზარელი
ისაა,
რომ
ეს
ცენზურა
მეტწილად
მოხალისეობრივ
ხასიათს
ატარებს.
სავსებით
შეიძლება
არაპოპულარული
აზრი
ყოველგვარი
ოფიციალური
ზეწოლის
გარეშეც
დაადუმონ,
უსიამოვნო
ფაქტი
–
მიჩქმალონ.
ყველა,
ვისაც
დიდი
ხნის
განმავლობაში
უცხოვრია
საზღვარგარეთ,
გაიხსენებს
იმის
მაგალითებს,
თუ
რა
მტკივნეულად
ხვდებიან
ბრიტანეთში
ისეთი
სიახლის
გამოქვეყნებას,
ნებისმიერ
სხვა
ქვეყანაში
პრესის
პირველ
ფურცლებზე
რომ
დაიბეჭდებოდა
−
მთავრობა
აქ
არაფერ
შუაშია,
ბრიტანული
პრესის
წარმომადგენლები
თვითონვე
ტაქტიანად
თანხმდებიან
იმაზე,
რომ
მსგავსი
ფაქტის
გაშუქება
„
არ
ივარგებს“.
ყოველდღიურ
გაზეთებთან
დაკავშირებით
მსგავსი
რამ
გასაგებიცაა.
ბრიტანული
პრესა
ძალზე
ცენტრალიზებულია,
გაზეთების
უმრავლესობას
შეძლებული
ადამიანები
ფლობენ,
ვისაც
ყველა
მიზეზი
აქვთ
საიმისოდ,
რომ
კონკრეტულ
თემებთან
დაკავშირებით
გულწრფელობას
თავი
აარიდონ.
მაგრამ
ვაი,
რომ
მსგავსი
შენიღბული
ცენზურა
წიგნების,
პერიოდული
გამოცემების,
ასევე
დრამატურგიის,
კინოსა
და
რადიოს
სფეროშიც
მოქმედებს.
ნებისმიერ
კონკრეტულ
მომენტში
აქ
ერთგვარი
ორთოდოქსია
−
მისაღებ
აზრთა
გარკვეული
ჯამი
არსებობს
და
იგულისხმება,
რომ
სწორად
მოაზროვნე
ადამიანები
მას
განუსჯელად
გაიზიარებენ.
არსებობს
ისეთი
რამეები,
რისი
თქმაც
მთლად
არ
იკრძალება,
მაგრამ
„
მიღებული
არ
არის“,
ისევე,
როგორც
ვიქტორიანულ
ეპოქაში
ქალის
თანდასწრებით
შარვლის
ხსენება
არ
იყო
მიღებული.
ამ
დაუწერელი
კანონების
ნებისმიერ
დამრღვევს
იმწამსვე
გასაოცარი
გულმოდგინებით
დაადუმებენ.
გინდ
პოპულარულ
პრესაში,
გინდ
პრეტენზიულ
პერიოდულ
გამოცემებში
გამოთქმული,
გულწრფელი
და
არამოდური
აზრი
ჯეროვან
ყურადღებას
არასოდეს
იმსახურებს.
ამჟამად გაბატონებული ორთოდოქსია საბჭოთა რუსეთით უპირობო აღტაცებას მოითხოვს.
ეს ყველასათვის ცნობილია და თითქმის ყველა სწორედ ამ მოთხოვნით ხელმძღვანელობს.
საბჭოთა რეჟიმის
ნებისმიერი
კრიტიკა,
ნებისმიერი
გამჟღავნება
იმ
ფაქტებისა,
რისი
დამალვაც
საბჭოთა
ხელისუფლებას
აწყობს,
ფაქტობრივად
განწირულია
საიმისოდ,
რომ
პრესის
ფურცლებზე
არ
დაიშვას.
ყველაზე
საკვირველი
კი
ის
არის,
რომ
მსგავსი
საყოველთაო
ეროვნული
კონსპირაცია,
რომლის
მიზანიც
ჩვენი
მოკავშირის
წინაშე
პირფერობაა,
გულწრფელი
ინტელექტუალური
შემწყნარებლობის
ფონზე
ვითარდება.
ვგულისხმობ
იმას,
რომ,
თუმცა
საბჭოთა
ხელისუფლების
კრიტიკას
არავინ
გაპატიებს,
ჩვენი
ქვეყნის
ხელისუფლების
კრიტიკაში
კვლავაც
სრულიად
თავისუფალი
რჩები.
სტალინის
წინააღმდეგ
მიმართულ
ტექსტს
არავინ
დაბეჭდავს,
სამაგიეროდ,
ჩერჩილის
გაკრიტიკება
წიგნებსა
თუ
პერიოდიკაში
სრულიად
თავისუფლად
შეიძლება.
ომის
ხუთი
წლის
განმავლობაში,
როდესაც
ეროვნული
გადარჩენისათვის
ვიბრძოდით,
ყოველგვარი
დაბრკოლების
გარეშე
გამოდიოდა
წიგნები,
პამფლეტები
და
წერილები,
ჩვენს
ქვეყანას
კომპრომისული
დაზავებისაკენ
რომ
მოუწოდებდა.
უფრო
მეტიც:
ამ
გამოცემებს
არავითარი
უკმაყოფილება
არ
გამოუწვევია.
თავისუფალი
სიტყვის
პრინციპი
მხოლოდ
მანამ
არის
დაცული,
ვიდრე
საქმე
სსრკ-
ს პრესტიჟს
არ
ეხება.
არსებობს
სხვა
აკრძალული
თემებიც,
რომლებსაც
ქვემოთ
დავასახელებ,
მაგრამ
ყველაზე
სერიოზული
პრობლემა
მაინც
საბჭოეთთან
დამოკიდებულებაა.
ამგვარი
მიმართება,
ასე
ვთქვათ,
სპონტანურია
და
არავითარი
ძალოვანი
ჯგუფის
მიერ
არ
ხორციელდება.
ის მლიქვნელობა,
რითაც ბრიტანული ინტელიგენციის ნაწილი, 1941
წლიდან მოყოლებული,
რუსული
პროპაგანდის
ანკესზეა
წამოგებული,
გასაკვირი
იქნებოდა,
მანამდე
უკვე
რომ
არ
გავმხდარიყავით
სხვა
მსგავსი
შემთხვევების
მოწმენი.
ერთი
მეორის
მიყოლებით,
ამა
თუ
იმ
საკითხთან
მიმართებაში,
რუსული
პოზიცია
ჩვენში
ყოველგვარი
გადამოწმების
გარეშე
იქნა
მიღებული
და
ისტორიული
ჭეშმარიტებისა
და
ინტელექტუალური
პატიოსნების
საპირისპიროდ
გასაჯაროებული.
თუკი
კონკრეტული
მაგალითების
მოყვანაა
საჭირო,
დავასახელებ:
BB
C-
მ წითელი არმიის ოცდამეხუთე
წლისთავი
ისე
აღნიშნა,
ტროცკი
ერთხელაც
კი
არ
უხსენებია.
ეს
იგივეა,
ტრაფალგარის
ბრძოლას
პატივი
ისე
მიაგო,
ნელსონი
არ
ახსენო,
მაგრამ
ინგლისის
ინტელიგენციის
მხრიდან
ამას
არავითარი
კრიტიკა
არ
მოჰყოლია.
ოკუპირებულ
ქვეყნებში
მიმდინარე
შიდა
დაპირისპირებების
დროს
ინგლისის
პრესა
თითქმის
ყოველთვის
რუსეთის
ხელისუფლებას
თანაუგრძნობდა,
რისთვისაც
ხშირად
საპირისპირო
მხარის
ფაქტების
გაყალბებაც
უწევდათ.
ამის
ყველაზე
თვალსაჩინო
მაგალითია
იუგოსლავ
„
ჩეტნიკთა“
გაერთიანების
მეთაური,
პოლკოვნიკი
მიხაილოვიჩი.
რუსებმა,
ვისაც
მარშალ
ტიტოს
სახით
საკუთარი
იუგოსლავი
პროტეჟე
ჰყავდათ,
მიხაილოვიჩს
გერმანელებთან
თანამშრომლობაში
დასდეს
ბრალი.
ბრიტანულმა
პრესამ
ეს
კამპანია
იმწამსვე
აიტაცა:
მიხაილოვიჩის
მომხრეებს
აზრის
გამოთქმის
საშუალებას
არ
აძლევდნენ,
ამასთან
დაკავშირებულ
არასასურველ
ფაქტებს
პრესის
ფურცლებზე
არ
ათავსებდნენ.
1943
წელს
გერმანელებმა
ტიტოს
დატყვევებისათვის
100 000
ოქროს
კრონა
დააწესეს
ჯილდოდ,
ამასთან,
მსგავსი
ჯილდო
მიხაილოვიჩის
დატყვევებისთვისაც
გამოაცხადეს.
ბრიტანულმა
პრესამ
ტიტოს
დატყვევებისათვის
ჯილდოს
დაწესების
ფაქტი
მაშინვე
აიტაცა,
ხოლო
მიხაილოვიჩთან
დაკავშირებული
მსგავსი
ცნობა
ერთადერთმა
გაზეთმა
გააშუქა,
ისიც
–
წვრილი
შრიფტით,
ამასთან,
გაგრძელდა
მისი
გერმანელებთან
თანამშრომლობაში
დადანაშაულება.
ამის
მსგავსი
ფაქტები
ესპანეთის
სამოქალაქო
ომის
განმავლობაშიც
არაერთი
მოხდა.
შემდეგ
ისიც
იყო,
რომ
ინგლისის
მემარცხენე
პრესამ
მნიშვნელოვანი
თავდასხმა
განახორციელა
რესპუბლიკელთა
ფრაქციაზე,
რომლის
განადგურებაც
რუსეთს
ჰქონდა
გადაწყვეტილი,
და
მისი
მხარდაჭერის
არანაირ
მცდელობას,
კერძო
წერილის
სახითაც
კი,
პრესის
ფურცლებზე
გამოჩენის
შანსი
არ
ჰქონია.
დღეს
არა
მხოლოდ
საბჭოთა
კავშირის
სერიოზული
კრიტიკაა
ყოვლად
მიუღებელი,
არამედ,
ხშირ
შემთხვევაში,
მსგავსი
კრიტიკის
არსებობაც
კი
იჩქმალება.
მაგალითისათვის,
სიკვდილამდე
ცოტა
ხნით
ადრე
ტროცკიმ
სტალინის
ბიოგრაფია
დაწერა.
ეს,
სავარაუდოდ,
მთლად
მიუკერძოებელი
წიგნი
ვერ
იქნებოდა,
მაგრამ,
ცხადია,
მის
დაბეჭდვას
წინ
არაფერი
ედგა.
ერთ-
ერთმა ამერიკელმა
საავტორო
უფლება
შეიძინა
და
წიგნი
უკვე
დასაბეჭდად
იყო
გაშვებული
–
ვფიქრობ,
სასიგნალო
ეგზემპლარებიც
დაგზავნილი
იყო
–
როდესაც
სსრკ
ომში
ჩაება.
წიგნის
ბეჭდვა
მაშინვე
შეაჩერეს.
ბრიტანულ
პრესაში
ამის
შესახებ
სიტყვაც
არ
დასცდენიათ,
მიუხედავად
იმისა,
რომ
ამისთანა
წიგნის
არსებობა
და მისი
აკრძალვა
პრესის
ფურცლებზე,
სულ
მცირე,
რამდენიმე
აბზაცის
ღირსი
მაინც
იყო.
აუცილებელია,
გაევლოს ზღვარი იმ ცენზურას შორის,
რომელიც ბრიტანულმა ლიტერატურულმა ინტელიგენციამ საკუთარ
თავს
თვითონვე
დაუწესა
და
იმ
ცენზურას
შორის,
რომელიც
შეიძლება
საზოგადოების
გარკვეული
ჯგუფების
ზეწოლით
განხორციელდეს.
როგორც
ცნობილია,
ზოგიერთი
თემა
იმის
გამოა
არასასურველი,
რომ
ამა
თუ
იმ
ადამიანთა
„
პირად
ინტერესს“
აზიანებს.
ერთ-
ერთი ამგვარი
თემა
გახლავთ
დაპატენტებული
მედიკამენტები.
ასევე,
კათოლიკური
ეკლესია
პრესაზე
საკმაო
ზეგავლენით
სარგებლობს,
რათა
მისკენ
მიმართული
კრიტიკა
გარკვეულ
ზღვრამდე
დაადუმოს.
კათოლიკური
ეკლესიის
მსახურის
გარშემო
ატეხილი
სკანდალი
თითქმის
არასოდეს
ხვდება
პრესაში,
მაშინ,
როდესაც
ანგლიკანელი
მღვდელი,
თუკი
შარში
გაეხვა
(
თუნდაც
სტიფკის
რექტორი
გავიხსენოთ),
უსათუოდ
პრესის
პირველ
ფურცლებს
იკავებს.
უკიდურესად
იშვიათია,
ანტიკათოლიკური
ტენდენცია
სცენაზე
ან
ფილმში
აისახოს.
ნებისმიერი
მსახიობი
გეტყვით,
რომ
ის
ფილმი
თუ
დრამა,
კათოლიკურ
ეკლესიას
თავს
რომ
ესხმის,
ანდა
მასხრად
იგდებს,
პრესის
მიერ
იქნება
ბოიკოტირებული
და,
სავარაუდოდ,
წარუმატებლად
ჩაივლის.
მაგრამ
მსგავსი
შემთხვევები
უწყინარი
ან,
ყოველ
შემთხვევაში,
გასაგები
მაინცაა.
ბოლოს
და
ბოლოს,
ნებისმიერი
მასშტაბური
ორგანიზაცია
საკუთარ
ინტერესებს
ყველა
შესაძლო
საშუალებით
იცავს
და
ასეთ
შემთხვევებში
თუნდაც
ღია
პროპაგანდაში
საძრახისი
არაფერია.
ცხადია,
„
დეილი
უორკერმა“
ისევე
ნაკლებმოსალოდნელია,
გააკრიტიკოს
საბჭოთა
კავშირი,
როგორც
„
კათოლიკ
ჰერადი“
არასოდეს
დაწერს
რომის
პაპზე
ცუდს.
მაგრამ
ნებისმიერ
საღად
მოაზროვნე
ადამიანს
კარგად
მოეხსენება,
თუ
რას
წარმოადგენს
„
დეილი
უორკერი“
და
რას
– „
კათოლიკ
ჰერადი“.
ამის საპირისპიროდ,
ცალსახად შემაშფოთებელი
ის გახლავთ,
რომ, როცა
საქმე სსრკ-სა და
მის პოლიტიკას
ეხება, ლიბერალი
მწერლებისა და
ჟურნალისტებისგან არამცთუ
ინტელექტუალურ კრიტიკას,
– ხშირ შემთხვევაში
უბრალო გულწრფელობასაც
კი არ
უნდა ველოდოთ,
მიუხედავად იმისა,
რომ არანაირი
უშუალო ზეწოლა
არ აიძულებთ,
ყალბი აზრი
გამოთქვან. სტალინი
თაყვანისცემის საგნად
აქციეს და
მისი პოლიტიკის
ზოგიერთი ასპექტის
შესახებ სერიოზული
მსჯელობა ყოვლად
დაუშვებელი გახდა.
1941
წლიდან
მოყოლებული
ეს
თითქოს
მთელ
მსოფლიოში
იქცა
კანონად,
თუმცა,
ეს
კანონი
ათი
წლის
წინათაც
მუშაობდა
და
ბევრად
უფრო
მასშტაბურად,
ვიდრე
წარმოგვიდგენია.
მთელი
ამ
ათწლეულის
განმავლობაში
მემარცხენე
ძალების
მხრიდან
საბჭოთა
რუსეთის
კრიტიკა
საზოგადოების
ყურამდე
მხოლოდ
უდიდესი
ძალისხმევით
თუ
მიაღწევდა.
ამ
ხნის
განმავლობაში
საკმაოდ
ვრცელი
ანტირუსული
ლიტერატურა
გამოქვეყნდა,
მაგრამ
მისი
უმრავლესობა
კონსერვატიული
ბანაკის
მიერ
იყო
შექმნილი,
თანაც,
დაუფარავად
არაკეთილსინდისიერი,
მოძველებული
და
უბადრუკი
მეთოდებით
სარგებლობდა.
მეორე
მხრივ,
პრორუსული
პროპაგანდის
თითქმის
ასეთივე
ვრცელი
და
არაკეთილსინდისიერი
ნაკადიც
გაჩნდა,
რაც,
საბოლოო
ჯამში,
ნებისმიერი
საღად
მოაზროვნე
ადამიანის
ბოიკოტირებაში
გადაიზარდა,
ვინც
კი
უმნიშვნელოვანეს
საკითხებზე
სერიოზულ
კამათს
ცდილობს.
ანტირუსული
წიგნის
გამოქვეყნება,
რა
თქმა
უნდა,
შესაძლებელია,
მაგრამ
მას
წარუმატებლობა
თითქმის
გარანტირებული
აქვს,
პრეტენზიული
პრესის
მიერ
იგნორირებული
იქნება
ან
უარყოფითად
გაშუქდება.
საჯაროდაც
და
პირად
საუბარშიც
კი
გაგაფრთხილებენ,
ასეთი
რამ
„
მიღებული
არ
არისო“.
რასაც
ამ
წიგნში
იტყვი,
შეიძლება
ჭეშმარიტებადაც
კი
აღიარონ,
მაგრამ
აუცილებლად
გეტყვიან,
რომ
ეს
„
უადგილოა“
და
ამა
თუ
იმ
რეაქციულ
ინტერესთა
„
წისქვილზე
ასხამს
წყალს“.
მსგავს
მიდგომას,
როგორც
წესი,
საერთაშორისო
ვითარების
მოთხოვნითა
და
რუსეთ-
ინგლისის
მოკავშირეობით
ამართლებენ
−
ცხადია,
ეს
სულ
ტყუილია.
ინგლისის ინტელიგენციას,
ყოველ შემთხვევაში,
მის გარკვეულ
ნაწილს, საბჭოთა
კავშირისადმი ეროვნული
ლოიალურობა ჩამოუყალიბდა,
გულში დარწმუნებულნი
არიან, რომ
სტალინის სიბრძნეში
თუნდაც იოტისოდენა
ეჭვის შეტანა
მკრეხელობაა. რუსეთსა
და სხვა
დანარჩენ ქვეყნებში
მიმდინარე მოვლენების
შეფასება ორმაგი
სტანდარტებით ხდება.
1936-38 წლების წმენდისას ჩატარებულ
მასობრივ რეპრესიებს
ტაშს უკრავდნენ
ისინი, ვინც
მთელი ცხოვრების
განმავლობაში სიკვდილით
დასჯის წინააღმდეგ
გამოდიოდა; ინდოეთში
შიმშილი პრესის
მიერ ფართოდ
შუქდებოდა მაშინ,
როდესაც უკრაინაში
მომხდარი იგივე
მოვლენა გულდაგულ
იჩქმალებოდა. და,
თუკი ომამდე
მსგავსი ვითარება
სუფევდა, დღეისათვის
ის ნამდვილად
არ გაუმჯობესებულა.
ახლა კი,
ჩემს წიგნს დავუბრუნდეთ.
ვიცი,
მასზე ინგლისელ ინტელექტუალთა უმრავლესობას ძალზე მარტივი
რეაქცია
ექნება:
„
ამის
გამოქვეყნება
არ
შეიძლებოდა.
ცხადია,
ცილისწამებაში
დახელოვნებული
კრიტიკოსები
მას
პოლიტიკური
მიზეზის
გამო
არ
შეუტევენ,
არამედ
ლიტერატურულ
ხარვეზებს
მოუნახავენ.
იტყვიან,
ეს
მოსაწყენი
და
სულელური
წიგნია
და
მასზე
ქაღალდის
ხარჯვა
არ
ღირდაო.
ეს,
შესაძლოა,
მართალიც
იყოს,
მაგრამ
ცხადზე
ცხადია,
რომ
აქ
საქმე
სულ
სხვა
რამეში
იქნება.
მხოლოდ
იმის
გამო,
რომ
წიგნი
ცუდია,
არავინ
ამბობს,
ამ
წიგნის
დაბეჭდვა
არ
შეიძლებოდაო.
სხვა
თუ
არაფერი,
ყოველდღიურად
კილომეტრობით
მაკულატურა
იბეჭდება
და
ეს
სრულებით
არავის
ადარდებს.
ინგლისის
ინტელექტუალები
ამ
წიგნს
იმის
გამო
არ
მიიღებენ,
რომ,
მათი
აზრით,
ის
მათ
ლიდერს
შეურაცხყოფს.
წიგნს
საპირისპირო
მიზანი რომ ჰქონოდა,
მის წინააღმდეგ არც მაშინ იტყოდნენ რაიმეს,
მისი ლიტერატურული ნაკლოვანებები ათჯერ უფრო თვალშისაცემიც
რომ
ყოფილიყო.
თუნდაც
ბოლო
ოთხი-
ხუთი წლის განმავლობაში
„
მემარცხენეთა
წიგნის
კლუბის“
წარმატება
იმაზე
მეტყველებს,
რომ
ისინი
მომეტებულ
სატირასაც
და
ნაწერის
მდარე
ხარისხსაც
შესანიშნავად
ეგუებიან,
მთავარია,
წიგნი
იმას
ეუბნებოდეთ,
რისი
გაგონებაც
სურთ.
საკითხი ამგვარად დგას:
აქვს თუ არა უფლება ნებისმიერ იდეას მოუსმინონ,
რაგინდ არაპოპულარული ან თუნდაც სულელური იყოს?
ამგვარად ჩამოყალიბებულ შეკითხვაზე,
ნებისმიერი
ინგლისელი
ინტელექტუალი
თავს
ვალდებულად
იგრძნობს,
დადებითი
პასუხი
გასცეს.
მაგრამ,
აბა,
სცადეთ
და
ამ
კითხვას
კონკრეტული
ფორმა
მიანიჭეთ:
„
სტალინის
კრიტიკაზე
რას
იტყვით?
აქვს
თუ
არა
ამგვარ
თვალსაზრისს
არსებობის
უფლება?“
–
პასუხი
უფრო
ხშირ
შემთხვევაში
იქნება
„
არა“.
ამ
შემთხვევაში
ზოგადი
სტანდარტი
აღარ
მოქმედებს
და
სიტყვის
თავისუფლებასაც
წყალი
უდგება.
როგორც
ჩანს,
უნდა
გვესმოდეს,
რომ,
თუკი
სიტყვისა
და
ბეჭდვის
თავისუფლებას
ვითხოვთ,
ამით
აბსოლუტურ
თავისუფლებას
არ
ვგულისხმობთ.
მუდამ
უნდა
დარჩეს,
ან,
ყოველ
შემთხვევაში,
მუდამ
გარდუვალად
დარჩება
გარკვეული
ცენზურა,
ვიდრე
ამას
საზოგადოებრივი
იერარქია
მოითხოვს.
მაგრამ
თავისუფლება,
როგორც
როზა
ლუქსემბურგმა
თქვა,
„
სხვის
თავისუფლებას
გულისხმობს“.
ამავე
პრინციპს
შეიცავს
ვოლტერის
ცნობილი
გამონათქვამიც:
„
მძულს,
რასაც
ამბობ
−
სიკვდილამდე
დავიცავ
შენს
უფლებას,
ეს
საჯაროდ
თქვა“.
თუკი
აზროვნების
თავისუფლებას,
რომელიც
ეჭვგარეშეა
დასავლური
ცივილიზაციის
ერთ-
ერთი მთავარი
მახასიათებელია,
საერთოდ
რაიმე
აზრი
აქვს,
ის,
პირველ
ყოვლისა,
შემდეგში
მდგომარეობს:
უკლებლივ
ყველას
შეუძლია
იმის
თქმა
და
გამოქვეყნება,
რაც
სიმართლედ
მიაჩნია,
მხოლოდ
იმ
პირობით,
რომ
მის
მიერ
გამოთქმულმა
აზრმა
დანარჩენ
საზოგადოებას
ზიანი
არ
უნდა
მიაყენოს.
კაპიტალისტური
დემოკრატიებიც
და
სოციალიზმის
დასავლური
ვერსიებიც
დღემდე
ამ
პრინციპის
ერთგულნი
რჩებოდნენ.
როგორც
უკვე
აღვნიშნე,
ჩვენი
ხელისუფლებაც
დღემდე
გარეგნულად
მაინც
იცავს
მას.
ქუჩაში
რიგითი
გამვლელი
რომ
გააჩეროთ,
ისიც
ამას
გეტყვით:
„
ვფიქრობ,
ყველას
აქვს
საკუთარი
აზრის
გამოთქმის
უფლება“,
–
შესაძლოა,
ეს
მხოლოდ
იმის
გამო
თქვას,
რომ
ამა
თუ
იმ
იდეისადმი
ხშირად
იმდენად
გულგრილია,
მისთვის
შეუწყნარებლობაც
კი
არ
ემეტება.
და
მხოლოდ
ლიტერატურული
და
მეცნიერული
ინტელიგენცია
−
ის
ხალხი,
ვინც,
წესით,
თავისუფლების
გარანტად
უნდა
გვევლინებოდეს
−
ბოლო
დროს
თეორიულად
და
პრაქტიკულადაც
თავისუფლების
წინააღმდეგ
ილაშქრებენ.
ჩვენი დროის ერთ-
ერთი უცნაური ფენომენი სწორედ რენეგატი ლიბერალი გახლავთ.
მარქსისტთა ჩვეული ბრალდებისგან დამოუკიდებლად,
აქაოდა, „
ბურჟუაზიული
თავისუფლება“
ილუზიააო,
ამჟამად,
ასევე
ფართოდ
გავრცელდა
აზრი,
თითქოს
დემოკრატიის
დაცვა
მხოლოდ
ტოტალიტარიზმის
მეთოდებით
იყოს
შესაძლებელი.
ამ
არგუმენტის
თანახმად,
ვისაც
დემოკრატია
უყვარს,
მისი
მტრები
ნებისმიერი
მეთოდებით
უნდა
შემუსროს.
და
ვინ
არიან
მისი
მტრები?
როგორც
აღმოჩნდა,
ეს
მხოლოდ
ისინი
კი
არ
არიან,
ვინც
მას
ღიად
და
გაცნობიერებულად
ესხმის
თავს,
არამედ
ისინიც,
ვინც
მცდარი
დოქტრინების
გავრცელებით
„
ობიექტურად“
აზიანებს.
სხვაგვარად
რომ
ვთქვათ,
ასე
გამოდის:
დემოკრატიის
დაცვა
თავისუფალი
აზროვნების
განადგურებას
უდრის.
მაგალითისათვის,
სწორედ
ეს
არგუმენტი
გამოიყენეს
რუსეთში
რეპრესიების
გასამართლებლად.
ყველაზე
გულმხურვალე
რუსოფილსაც
კი
არ
სჯეროდა
იმის,
რომ
ყველა
მსხვერპლი
მართლაც დამნაშავე იყო იმაში,
რაც ბრალად ედებოდა,
მაგრამ თვლიდნენ,
რომ ერეტიკული აზრის გამოხატვით ეს ადამიანები რეჟიმს „
ობიექტურად“
აყენებდნენ ზიანს,
ამიტომაც სრულიად გამართლებულად მიაჩნდათ არა მხოლოდ მათი ხოცვა,
არამედ ცილისმწამებლური
ბრალდებებით
მათი
დისკრედიტაციაც.
იმავე
არგუმენტებს
იშველიებდა
მემარცხენე
პრესა
ესპანეთის
სამოქალაქო
ომის
პერიოდში
ტროცკისტთა
და
სხვა
რესპუბლიკელ
უმცირესობათა
წინააღმდეგ
მიმართული
ცილისწამების
გასამართლებლად.
იმავე
მეთოდს
მიმართეს
1943
წელს,
habeas corpus-
ის [ეს აქტი სასამართლოს უფლებას
ანიჭებს შეამოწმოს რამდენად კანონიერია მოქალაქის შეპყრობა და დაპატიმრება.] წინააღმდეგ
ხმაურის
ასატეხად,
როდესაც
მოსლი
პატიმრობიდან
გაათავისუფლეს.
ამ ადამიანებს არ ესმით:
ტოტალიტარული მეთოდების მხარდაჭერით შესაძლებელს ხდიან იმას,
რომ ერთ მშვენიერ დღეს იგივე მეთოდები მათ სასარგებლოდ კი არა,
მათ წინააღმდეგაც გამოიყენონ.
თუკი წესად იქცა გასამართლების
გარეშე
ფაშისტების
დაპატიმრება,
ეს
პროცესი
შესაძლოა
მხოლოდ
ფაშისტებით
არ
შემოიფარგლოს.
როგორც
კი
აკრძალული
„
დეილი
უორკერის“
გამოცემა
აღდგა,
ამ
გაზეთმა
სამხრეთ
ლონდონში
მშრომელთა
კოლეჯში
შეხვედრა
მოაწყო.
მის
აუდიტორიას
პროლეტარები
და
დაბალი
კლასის
ინტელექტუალები
შეადგენდნენ
–
დაახლოებით
იგივე
კატეგორია,
ვისაც
„
მემარცხენეთა
წიგნის
კლუბში“
შეხვდებოდით.
ლექცია
პრესის
თავისუფლებას
ეხებოდა,
დასასრულს
კი,
ჩემდა
გასაოცრად,
აუდიტორიიდან
რამდენიმე
ადამიანი
ადგა
და
ერთი
და
იგივე
შეკითხვა
დამისვა:
ხომ
არ
მიმაჩნია,
რომ
„
დეილი
უორკერის“
აღდგენა
შეცდომა
იყო?
როდესაც
დავინტერესდი,
თუ
რა
მიზეზით
დამისვეს
ეს
კითხვა,
პასუხი
ასეთი
იყო:
ამ
გაზეთს
საეჭვო
ლოიალურობა
ახასიათებს
და
ომის
პერიოდში მისი გამოცემა ქვეყანას არ წაადგებაო.
ამგვარად,
იძულებული გავხდი, „
დეილი უორკერს“
გამოვსარჩლებოდი,
მიუხედავად იმისა,
რომ ამ გაზეთის ფურცლებზე არაერთხელ დაბეჭდილა ცილისწამება ჩემი მისამართით.
მაინც საიდან აითვისა ამ ხალხმა მსგავსი სრულიად ტოტალიტარული ხედვა?
ცხადია,
კომუნისტებისგან
ისწავლეს!
შემწყნარებლობა
და
პატიოსნება
ინგლისურ
სულისკვეთებაში
ღრმადაა
ფესვგადგმული,
მაგრამ
ისინი
შეუმუსვრელი
როდია
და
მათ
შესანარჩუნებლად
შეგნებული
ძალისხმევაა
საჭირო.
ტოტალიტარული
დოქტრინის
დანერგვის
შედეგად
ადამიანებს
უვითარდებათ
ინსტინქტური
გრძნობა
იმისა,
თუ
რა
არის
საშიში
და
რა
არა.
მოსლის
შემთხვევა
ამის
ნათელი
მაგალითია.
1940
წელს
მისი
დაკავება
გამართლებული
იყო,
იმისგან
დამოუკიდებლად,
რეალურად
ჩაიდინა
თუ
არა
დანაშაული,
რადგან
ჩვენი
ქვეყანა
გადარჩენისათვის
იბრძოდა
და
შესაძლო
მოღალატის
საპატიმროს
გარეთ
დატოვება
დაუშვებელი
იყო.
1943
წელს
კი
სასამართლოს
გარეშე
მისი
ციხეში
დატოვება
უკვე
დანაშაული
გახლდათ.
ამის
არდანახვა
საგანგაშო
სიმპტომად
მიმაჩნია,
თუმცა
მოსლის
გათავისუფლებასთან
დაკავშირებული
პროტესტი
ნაწილობრივ
ხელოვნურად
იყო
ინსპირირებული,
ნაწილობრივ
კი
სხვა
მიზეზებით
გამოწვეული
უკმაყოფილების
გამოხატვად
იქცა.
მაინც
საკითხავია,
რამდენად
უკავშირდება
დღევანდელი
საზოგადოებრივი
აზრის
ფაშისტური
მიდრეკილებები
უკანასკნელი
ათი
წლის
განმავლობაში
მიმდინარე
„
ანტიფაშისტურ“
აგიტაციასა
და
მის
მიერ
განპირობებულ
მიკერძოებას?
მნიშვნელოვანია,
გავაცნობიეროთ,
რომ ამჟამინდელი
რუსომანია
მხოლოდ
და
მხოლოდ
დასავლური
ლიბერალური
ტრადიციის
შესუსტების
შედეგია.
ინფორმაციის
სამინისტროს
ამ
წიგნის
ბეჭდვა
ღიად
და
ცალსახად
რომ
აეკრძალა,
ჩვენი
საზოგადოება
ამაში
საგანგაშოს
ვერაფერს
დაინახავდა.
სსრკ-
ს მიმართ უპირობო ლოიალურობა დღეს,
როგორც ჩანს,
წესად იქცა და იქ,
სადაც კი ჩვენს ინტელიგენციას სსრკ-
ს ინტერესების შელახვა ელანდება,
არამცთუ ცენზურას,
ისტორიის აშკარა გაყალბებასაც უსიტყვოდ მოითმენს.
ერთ
მაგალითს
დავასახელებ.
ჯონ
რიდის
გარდაცვალების
შემდეგ
მისი
წიგნის
„
ათი
დღე,
რომელმაც
სამყარო
შეარყია“
−
ეს
რუსეთის
რევოლუციის
თვითმხილველის
ჩანაწერებია,
−
საავტორო
უფლება
ბრიტანეთის
კომუნისტური
პარტიის
მფლობელობაში
გადავიდა,
თუ
არ
ვცდები,
თვით
რიდის
ანდერძის
თანახმად.
წლების
შემდეგ
ბრიტანეთის
კომუნისტურმა
პარტიამ,
სადაც
კი
ხელი
მიუწვდა,
წიგნის
პირველი
გამოცემა
ყველგან
გაანადგურა,
შემდეგ
კი
დამახინჯებული
ვერსია
გამოაქვეყნა,
საიდანაც
ტროცკის
ხსენება
ამოშალა
და
ლენინის
მიერ
დაწერილი
შესავალიც
ამოიღო.
ინგლისში
კვლავ
რომ
არსებობდეს
კრიტიკულად
მოაზროვნე
ინტელიგენცია,
გაყალბების
ამ
ფაქტს
უთუოდ
ყველა
გაზეთში
გაახმაურებდნენ
და
ამხელდნენ.
მაგრამ
არსებულ
ვითარებაში
ამას
თითქმის
არანაირი
პროტესტი
არ
მოჰყოლია.
ინგლისელ
ინტელექტუალთა
უმრავლესობამ
ეს
სრულიად
ბუნებრივ
ქმედებად
ჩათვალა.
აშკარა
თაღლითობის
მსგავსი
პატიება
ბევრად
უფრო
საგულისხმოა,
ვიდრე
ის,
რომ
დღეს
რუსეთით
აღფრთოვანება
მოდაში
შემოდის.
სავსებით
შესაძლოა,
ეს
მოდა
დიდხანს
არ
გაგრძელდეს.
ვფიქრობ,
რომ
იმ
დროისათვის,
როცა
ჩემი
წიგნი
გამოიცემა,
შესაძლოა,
საბჭოთა
რეჟიმთან
დაკავშირებით
ჩემი
მოსაზრება
საყოველთაოდ
მიღებულ
აზრსაც
კი
დაემთხვეს.
მაგრამ
ამას
თავისთავად
რა
მნიშვნელობა
აქვს?
ერთი
ორთოდოქსიის
მეორით
შეცვლა
პროგრესად
ვერ
ჩაითვლება.
საგანგაშო
ისაა,
რომ
საზოგადოებრივი
აზრი
გრამოფონს
დაემსგავსა,
სწორედ
იმ
ფირფიტას
რომ
იმეორებს,
რომელსაც
ამ
წუთას
უკრავენ.
შესანიშნავად ვიცნობ ყველა იმ არგუმენტს,
აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ რომ გამოიყენება
−
იმ არგუმენტებსაც,
რომლებიც ამტკიცებს,
მსგავსი თავისუფლება შეუძლებელიაო და იმათაც,
რომელთა
თანახმადაც
მისი
არსებობა
დაუშვებელია.
ყველა
მათგანს
ერთსა
და
იმავეს
ვუპასუხებ:
ისინი
აზრს
ვერ
შემაცვლევინებენ,
რადგან
ჩვენი
ცივილიზაცია
ოთხასი
წლის
განმავლობაში
სრულიად
საპირისპირო
შეხედულებას
ემყარებოდა.
თითქმის ათი
წელიწადია, მტკიცედ
ვარ იმაში
დარწმუნებული, რომ
რუსეთში არსებული
რეჟიმი ბოროტებაა
და უფლებას
ვიტოვებ, ეს
აზრი საჯაროდ
გამოვთქვა, მიუხედავად
იმისა, რომ
სსრკ ჩვენი
მოკავშირეა იმ
ომში, რომელშიც
დიდი იმედი
მაქვს, გავიმარჯვებთ.
საკუთარი
თავის
გასამართლებლად
ტექსტის
შერჩევა
რომ
მომიწიოს,
მილტონის
ამ
პწკარს
ავირჩევდი:
„
ცნობილ კანონით ოდინდელი თავისუფლების“.
სიტყვა „
ოდინდელი“
აქ ხაზს უსვამს იმას,
რომ აზროვნების თავისუფლება იმდენად ღრმად ფესვგადგმული ტრადიციაა,
მის გარეშე ჩვენი დასავლური
კულტურა
ვერ
იარსებებდა.
ჩვენი
ინტელექტუალთა
მნიშვნელოვანი
ნაწილი
სწორედ
ამ
ტრადიციას
აქცევს
ზურგს.
ისინი
იმ
ფაქტს
შეეგუენ,
რომ
წიგნი
შეიძლება
დაიბეჭდოს
ან
აიკრძალოს,
მან
ქება
ან
წყევლა-
კრულვა დაიმსახუროს
არა
მხატვრული
ღირსებების
გამო,
არამედ
პოლიტიკური
მიზანშეწონილობიდან
გამომდინარე.
არიან
სხვებიც,
ვინც
გულის
სიღრმეში
ამ
აზრს
არ
იზიარებს,
მაგრამ
უბრალო
ლაჩრობის
გამო
ემხრობა.
ამის
მაგალითია
თუნდაც
ის,
რომ
ინგლისის
მრავალრიცხოვანი
და
სხვა
დროს
ასე
ხმამყივანი
პაციფისტები
რუსული
მილიტარიზმის
კულტის
წინააღმდეგ
ხმას
არ
იღებენ.
ამ
პაციფისტებს
თუ
დავუჯერებთ,
ნებისმიერი
ძალადობა
ბოროტებაა,
ისინი
ომის
ყველა
ეტაპზე
დანებებისკენ
ან,
თუნდაც,
კომპრომისული
დაზავებისკენ
მოგვიწოდებდნენ.
მაგრამ
რამდენმა
მათგანმა
გაბედა
იმის
თქმა,
რომ
ომი
მაშინაც
ბოროტებაა,
როდესაც
მას
წითელი არმია აწარმოებს?
როგორც ჩანს,
რუსებს რაღაც საგანგებო უფლება აქვთ,
დამპყრობლისაგან თავი დაიცვან,
ჩვენ კი მსგავსი უფლება არ გაგვაჩნია.
ეს პარადოქსი ერთადერთი მიზეზით თუ აიხსნება:
პაციფისტებს არ სურთ,
დაუპირისპირდნენ ჩვენი ინტელიგენციის
უმრავლესობას,
რომლის
პატრიოტული
გრძნობებიც
დღეს
სსრკ-
ს უფრო მეტად უკავშირდება,
ვიდრე
ბრიტანეთს.
ვიცი,
ბრიტანულ
ინტელიგენციას
თავისი
მლიქვნელობისა
და
თვალთმაქცობისათვის
მრავალი
საბაბი
მოეძევება,
მართლაც
ზეპირად
ვიცი
ყველა
ის
არგუმენტი,
რითაც
ეს
ადამიანები
თავს
იმართლებენ.
ოღონდაც
იმ
სისულელეს
მაინც
ნუღარ
გაგვაგონებთ,
თავისუფლებას
ფაშიზმისაგან
ვიცავთო.
თუკი
თავისუფლების
ცნება
საერთოდ
რაიმეს
ნიშნავს,
ეს,
პირველ
ყოვლისა,
იმის
უფლებაა,
ადამიანს
მისთვის
არასასურველი
სიმართლე
პირში
უთხრა.
უბრალო
ხალხი
ინერციით
ჯერაც
ერთგული
რჩება
ამ
დოქტრინისა.
სხვა
ქვეყნებში
ასე
არ
არის:
არც
რესპუბლიკურ
საფრანგეთში
იყო
ასე
და
არც
დღევანდელ
[1945
წ.]
აშშ-
შია.
ჩვენს ქვეყანაში
კი
თავისუფლება
ყველაზე
მეტად
ლიბერალებს
აშინებთ,
ხოლო
ინტელექტუალები
ინტელექტს
ყველაზე
მეტად
შეურაცხყოფენ.
ეს
შესავალიც
სწორედ
ამ
ფაქტის
ხაზგასასმელად
დაიწერა.